საპატრიარქო: „აუცილებელია ექსპერტთა დასკვნა სრულად მიეწოდოს საზოგადოებას, რათა გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი“

04 ოქტომბერი 2019, 18:05 1375 ნახვა

იმის მიუხედავად, რომ გიორგი მამალაძისგან და მის მხარდამჭერთაგან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, ავადმყოფი პატიმრის მიმართ ეკლესია მაინც ვერ დარჩებოდა გულგრილი და გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, თუ, რა თქმა უნდა, სათანადო საფუძველი იქნებოდა - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.  

„ვინაიდან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქომ არაერთხელ მიმართა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ისე სახალხო დამცველს რეალობის გასარკვევად.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ბუნდოვანი პასუხი მოგვცა, ხოლო იუსტიციის სამინისტროდან სამი კვირის წინ მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის თანხმობა უნდა ყოფილიყო დაზარალებულის მხრიდან.

1 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნის ნაწილში კი წერია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ,,ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს.’’.ვფიქრობთ, აუცილებელია ექსპერტთა დასკვნა სრულად იქნას საზოგადოებისთვის მიწოდებული, რათა გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.  
 

აქვე დავამატებ, რომ დეკანოზ მამალაძის ძმა, გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით პარლამენტის წინ გაშლილ კარავში პროტესტს აგრძელებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი