მთავრობა ძიძების ნებაყოფლობით სერთიფიცირებას იწყებს

04 ოქტომბერი 2019, 11:54 2162 ნახვა

თუ  შვილისთვის  ძიძის აყვანას აპირებთ, შესაძლოა მომავალი წლიდან თქვენი გადასაწყვეტი დარჩეს  ბავშვის  აღზრდას სერთიფიცირებულ თუ არასერთიფიცირებულ  ძიძას მიანდობთ.

იმ მიზეზით, რომ ძიძები ხშირად ბავშვებს ცუდად ეპყრობიან, საქართველოს მთავრობა მათ ნებაყოფლობით სერთიფიცირებას იწყებს.

საკითხზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მუშაობა უკვე დაიწყო. სოფიო კილაძის განმარტებით სიახლე ბავშვებზე ძალადობის რისკებს შეამცირებს.

რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოეთხოვებათ ძიძებს, ამ ეტაპზე დეტალები არ საჯაროვდება.  ცნობილია ის, რომ სერტიფიცირება სხვა კრიტერიუმებთან ერთად ძიძის პერსონალური მონაცემების შემოწმებას, ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენას, სამედიცინო და პედიატრიულ სწავლებასაც მოიცავს.

არსებული ინფორმაციით, სერტიფიცირების პროცესის შემდეგ,  ძიძას გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ შეეძლება მოუაროს ერთ ან რამდენიმე (არაუმეტეს 5) ბავშვს, მისი კანონიერი წარმომადგენლის სახლში ან მის გარეთ. სერტიფიცირებულ მომვლელს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მხარდაჭერა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგანაც.

სერთიფიცირებისთვის საჭირო კრიტერიუმებზე განათლების სამინისტრომ უნდა იმუშაოს და ამისთვის დრო მათ 2020 წლის პირველ მარტამდე აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში