გარდაცვლილი ფეხბურთელის შოთა მამინაშვილის ოჯახი გამოძიების დროულ დასრულებას და დაზარალებულად ცნობას ითხოვს. ბათუმელი ფეხბურთელი კლუბ „ზუგდიდში“ თამაშობდა. იგი ვარჯიშის დროს 2017 წელს გარდაიცვალა.
სამედიცინო რეგულირების დასკვნის მიხედვით კი გარდაცვალებამდე მამინაშვილს სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია. რატომ დაიხურა პირველად დაწყებული გამოძიება შარშან და რატომ არ აქვს შედეგი ახალ გამოძიებას ერთი წლის თავზეც? ოჯახის კითხვები კლუბს, პოლიციას და სახალხო დამცველს.