რძის პროდუქტები, ხორცი, პური და ზეთი - პირველადი მოხმარების პროდუქტები საგრძნობლად გაძვირდა

03 ოქტომბერი 2019, 12:56 7410 ნახვა

2019 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასების 3.3 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (9.8 პროცენტით), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (8.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.6 პროცენტი), თევზეული (0.8 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (0.7 პროცენტი).

ფასები 2.7 პროცენტით გაიზარდა განათლებაზე, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა საშუალო განათლების (5.0 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლების (4.9 პროცენტი) და დონით განუსაზღვრელი განათლების (2.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

მოსახლეობას გაეზარდა საცხოვრებლის ღირებულება, წყალი, ელ.ენერგია, აირი. ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი