ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელმა პარტიის წევრების და მოხალისეების მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გამართა. ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ კვლევის ფარგლებში 77 000 ბათუმელი გამოიკითხა, რომლის მიხედვითაც, 69% სამხედრო მიუმხრომლობას უჭერს მხარს.
75% პირდაპირი მომხრეა სამშვიდობო პოლიტიკის პირდაპირი დიალოგის გზით, მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან.
ამავე გამოკითხვით, 64 პროცენტს მიაჩნია, რომ სააკაშვილი ბოკერიას მმართველობა ძალადობრივი იყო.