ჩაანაცვლებს თუ არა ფოთის პორტი ანაკლიის პორტს? 

01 ოქტომბერი 2019, 20:27 2308 ნახვა

ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა იწყება. ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე კი მთავარი შეკითხვები ანაკლიის პორტს და პარალელებს ეხებოდა. ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძე ფოთის პორტის გაძლიერებას, ანაკლიის პორტის ჩაძირვის მცდელობად განიხილავს, აქედან გამომდინარე მმართველ გუნდს დღეს თავის მართლება მოუხდა. ირწმუნებიან, რომ ორივე პორტი ერთნაირად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძესა და სახელმწიფოს შორის დადებული მემორანდუმის ვადა იწურება - ანაკლია ხაზარაძესთან ერთად, თუ ახალი ინვესტორით.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი