5 ქვეყნის ერთობლივი განცხადება

01 ოქტომბერი 2019, 11:14 971 ნახვა

ევროპის დროით 13:00 საათზე,  საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი  ერთობლივ წერილობით განცხადებას გაავრცელებენ. მიმართვის შინაარსი ჯერ უცნობია, თუმცა საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დაბრუნებას, ასევე საქართველოსა და უკრაინის მიმართ კრემლიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხება.

ხუთი ქვეყანა რუსეთის ფედერაციისთვის ხმის უფლების აღდგენას ეწინააღმდეგება და მიაჩნიათ, რომ რუსეთის გარიცხვის საფუძველი კვლავ უცვლელი რჩება.

რუსეთის დაბრუნების გამო საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას საქართველოს დელეგაცია პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.  

შეგახსენებთ, ევროსაბჭოში რუსეთს ხმის უფლება 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო ჰქონდა ჩამორთმეული. ასამბლეამ მიმდინარე წლის 26 ივნისს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა და  მონიტორინგის და ასამბლეის სხვა კომიტეტების მუშაობაშიც ჩაერთო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი