ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის არ გაცემის კანონიერებაზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დღე გამოაცხადებს. ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს.
მუსლიმი თემი, ბათუმის მერიის წინააღმდეგ უკვე 2 წელია დაობს. დავის საგანი, 2017 წლის 5 მაისს, მუსლიმების მიერ ბათuმის ცენტრალურ ნაწილში შეძენილ მიწის ნაკვეთზე, ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე უარის თქმაა. მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ მერიის მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციულია.
სხდომები, მოლაპარაკების მოტივით, ბოლო სამ თვეში რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლემ მხარეებს დიალოგის გზით შეთანხმების მისაღწევად ვადა მისცა.