მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

04 სექტემბერი 2016, 00:00 2836 ნახვა

საქართველოს  პროკურატურამ, მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე  ბრალდებულის სახით დავით ნაცვლიშვილი დააკავა.  უწყების ინფორმაციით, 2016 წლის 3 სექტემბერს, გარდაცვლილ დემურ სტურუას  დედასთან  ნონა ჯოჯუასთან  საცხოვრებელ სახლში მისი ნაცნობი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი მივიდა, და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე  და  მის შვილზე - მოწმე დავით სტურუაზე ფიზიკურად იძალადა. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ხუთიდან რვა წლამდე  თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი