ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდნენ

27 სექტემბერი 2019, 11:32 1403 ნახვა

მსოფლიო რაგბმა ეროვნული ნაკრებების რეიტინგი გაანახლა.  მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები. ბორჯღალოსნები ერთი  პოზიციით წინ წავიდნენ და მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან. მეათე პოზიციაზე მყოფი ფიჯი ორი ადგილით დაქვეითდა და რეიტინგში მეთორმეტეა. ათეულში სხვა ცვლილება არ მომხდარა.

საქართველოს რაგბის ნაკრების მომავალი მეტოქე ურუგვაი მსოფლიო რეიტინგში მე- 17 პოზიციაზე დაწინაურდა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში ბორჯღალოსნები ურუგვაის 29 სექტემბერს დილის 9:15 საათზე დაუპირისპირდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი