მახინჯაურში, ჯინჭარაძის 4 ნომერში სახლის ახალმა მფლობელმა, ყოფილი მეპატრონის ოჯახი მეორე სართულზე იზოლაციაში მოაქცია. საცხოვრებელს მორღვეული აქვს კიბე, ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
დღეს მეპატრონეებმა სახლს სახურავი გადახადეს. რუხაძეები სამსულიანი ოჯახი მე-5 დღეა სამართალდამცავებისა და უფლებადამცველებისაგან დახმარებას ითხოვენ.
აჭარის ტელევიზიამ ვერც რუხაძეების ადვოკატს პაატა შავაძეს დაუკავშირდა. ტელევიზიასთან საუბარი არ ისურვა, პირად საუბარში კი განაცხადა, რომ აქ მრავალსართულიანი სახლის აშენება სურს და ყოფილ მესაკუთრესთან ბინის დაცლის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახალ სახლში 50 კვ/მ ფართს გადასცემენ.