ოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალებების ძიება და საერთაშორისო თანამეგობრობის როლი მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად - ამ თემებზე გაამახვილებს ყურადღებას გაეროს გენერალური ასამბლეაზე სალომე ზურაბიშვილი.
74-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით პრეზიდენტი დღეს მიმართავს. ბოლო 6 წლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, რომელიც გაეროს ტრიბუნას დაიკავებს.
ნიუ-იორკში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და რამდენიმე ათასი დიპლომატი იმყოფება. ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა.