საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ბათუმში

24 სექტემბერი 2019, 10:26 1012 ნახვა

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეხება,  ბათუმში საჯარო საყოველთაო განხილვაზე იმსჯელებენ. შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  14 საათზე გაიმართება.  

განხილვას  პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის, ოპოზიციის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები დაესწრებიან.

მთავარი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციაში უნდა შევიდეს მაჟორიტარული საარჩევნო  სისტემის პროპორციულით ჩანაცვლებაა. საყოველთაო განხილვები 30 სექტემბერს თბილისში დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში