საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

23 სექტემბერი 2019, 12:29 2384 ნახვა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი „ბიაფი“ დასრულდა.  კონოკრიტიკოსებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ კონკურსში გამარჯვებული ფილმები  გამოავლინა. მხატვრული ფილმების ჟანრში 5 ფილმი დასახელდა, ესენია: გრანპრი- “და იქმნა ნათელი“, საუკეთესო რეჟისურა - “ოცნებების სასახლე“, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი- კაიან აჩიკგოზი, - საუკეთესო მსახიობი ქალი- ჩემრე ებუზზია, - ჟიურის სპეციალური პრიზი - „სამი დის ზღაპარს“ გადაეცა.

დოკუმენტური ფილმების სექციაში დასახელდნენ:  „მაფიის  გადაღება“, „სიყვარულის ავტომობილი“, „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“.  მოკლემეტრაჟიანი ფილმებს შორის კი  ქართველ რეჟისორს  ოთარ შამათავას  ფილმს „თავჯდომარეს“და  პოლ თილჯეს „დავიდ ლორენცს“ გადაეცა ჯილდო .    საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმად დასახელდა  “ცხოველი”.  BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ: მანუჩარ შერვაშიძეს, პოლ შრედერს, დენი ლავანის და  ალექსანდრე მინდაძე.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში