პარლამენტში უზენაეს სასამართლოში უვადოდ განსამწესებელი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. პარლამენტში უკვე იმყოფებიან კანდიდატები თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი. თუმცა იურიდიულ კომიტეტში უკვე შეთანხმდნენ, რომ დღეს მხოლოდ თამარ ალანიას მოუსმენენ. მას კითხვა უკვე დაუსვა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა. სოფიო კილაძის შეკითხვა ეხებოდა ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეს.
14 წლის გვანცა ყუფარაძეს 2006 წელს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა. თამარ ალანიამ კი დეპუტატის განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სოფო კილაძემ ჰკითხა, მიიჩნევდა თუ არა კანდიდატი რომ ეს სასჯელი იყო თანაზომიერი. კომიტეტში ყველა კანდიდატის მოსმენის შემდეგ გაიმართება ინდივიდუალური კენჭისყრები და ხმათა უმრავლესობის მიღების შემთხვევაში კანდიდატები უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად განმწესდებიან.