საერთაშორისო ორგანიზაცია People in Need -მა ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სამოქალაქო ადვოკატირების განსახორციელებლად სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგში 20-ზე მეტმა რეგიონულმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. შეიმუშავეს რეგიონისთვის რამდენიმე აქტუალური საკითხი, რომლებზეც ორგანიზაციები მუშაობას გააგრძელებენ.