დააკავეს პირი, რომელმაც ხულოში 78 აგარაკი გაქურდა   

22 სექტემბერი 2019, 10:24 6059 ნახვა

ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე 78 აგარაკი გაქურდა. პოლიციამ  ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ნაქურდალი ნივთები ამოღებულია სრულად, ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი