ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მდინარე ''მაჭახლიდან'' სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი დააფიქსირა. ქვიშა-ღორღი მდინარიდან ქედქედში მცხოვრებ ირაკლი შაშიკაძეს ამოჰქონდა. „მთავარის“ ვიდეოკამერის დანახვაზე სამუშაოები შეაჩერეს და სპეციალური ტექნიკა ადგილიდან გაიყვანეს.
ჩვენი შეტყობინების შემდეგ კი ადგილზე მივიდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარა გურიის სამმართველოს თანამშრომლები. მათ ირაკლი შაშიკაძის სახელზე ოქმი შეადგინეს, რომელიც 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.