Facebook-ი პლასტმასის ბოთლების წინააღმდეგ

20 სექტემბერი 2019, 18:30 2408 ნახვა

სოციალური გიგანტი Facebook-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია გახდა, რომელიც პლასტმასის გამოყენებაზე უარს ამბობს და პოლიეთილენის წინააღმდეგ გამოდის. კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით, თავის ოფისებში, წყლის ერთჯერადი პლასტმასის ბოთლების გამოყენება აკრძალა

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სამუშაო სივრცეებში თანამშრომლებისთვის წყლის ჩამოსასხმელ აპარატებს დააყენებენ. დასაქმებულებს ასევე სთავაზობენ გამოიყენონ შუშის, ალუმინის ან მუყაოს ჭიქები.

გარემოს დაბინძურების შესახებ საინფორმაციო კამპანიების შემდეგ, ბევრი დიდი კომპანია, მაღაზია, თუ სარიტუალო დარბაზი უარს ამბობს მომხმარებლებისთვის წყლის პლასტმასის ბოთლებით მიწოდებაზე. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი