დღეს ''სმაილიკების'' საერთაშორისო დღეა

19 სექტემბერი 2019, 18:10 6396 ნახვა

''სმაილიკებმა'' მსოფლიო ინტერნეტ სივრცეში მასობრივი პოპულარობა მოიპოვა. ისინი ფართოდ გამოიყენება პირად თუ საჯარო წერილებში, ფორუმსა თუ კომენტარებში. ბოლო დროს კი, საინფორმაციო სტატიებშიც გვხვდება. ადამიანები ერთმანეთთან კონტაქტის დროს, ემოციის გამოსახატავად სიტყვების მაგივრად სიცილაკებს იშველიებენ.

სმაილი ამერიკაში სარეკლამო აგენტმა ჰარვი ბოლმა 60-იან წლებში გამოიგონა. კომპანიის თანამშრომლები, სამსახურის დაკარგვის მოლოდინით ძალიან მოწყენილები დადიოდნენ, ჰარვიმ გადაწყვიტა მათთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა და გაღიმებული კაცუნა დაახატა, ყველა თანამშრომელი კი აიძულა სიცილაკი ტანსაცმელზე დაემაგრებინა. 

ესპანელები კი ირწმუნებიან, რომ "ღიმილი"  1970 წელს ესპანელმა ძმებმა  მოიგონეს. მათ ეკუთვნით სლოგანი Have a happy day - გქონდეს ბედნიერი დღე. სმაილი სავაჭრო ნიშნად დაარეგისტრირეს, რის შემდეგადაც ეს ემბლემა სპორტულ ინვენტარსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე გადაიტანეს.

''სმაილიკი'' ავსტრალიელებმა საგზაო-სარემონტო სამუშაოების ამსახველ ბანერებზე გამოიყენეს. მძღოლებს სიახლე მოეწონათ და მოითხოვეს გაღიმებული კაცუნები გზებზე უფრო ხშირად დაემონტაჟებინათ. 

Emoji იაპონური წარმოშობის სიტყვაა e – სურათი moji – ხასიათი. ანუ ითარგმნება როგორც, სახასიათო სურათი. 

კომპიუტერში კი, სმაილმა მხოლოდ 80-იან წლებში შეაღწია. ის ინტერნეტ სივრცეში პირველად პროფესორმა სკოტ ფალმანმა გამოიყენა, ის სიმბოლოებისგან შედგებოდა და არ ჰქონდა გრაფიკული სურათის სახე.

საქართველოში ,,საყვარელი" სმაილიკების სტატისტიკა ასეთია: 55% უპირატესობას ანიჭებს ღიმილის სმაილს, 43% კოცნას,  41% - კი, გულის სმაილს.

ფეისბუქის მსოფლიო HaHa რეაქციის სტატისტიკით, ყველაზე მეტად პერუში, საფრანგეთსა და მექსიკაში იცინიან, საქართველო კი, სიცილის რეიტინგში 44-ე ადგილზეა. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში