ბათუმელი ლუკა მაჭუტაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

18 სექტემბერი 2019, 16:09 2647 ნახვა

კრივში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ბათუმელი ლუკა მაჭუტაძე გახდა.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ჩემპიონატზე ლუკამ სამი ბრძოლა მოიგო. ფინალში ასპარეზობა კი ტრავმის გამო ვეღარ შეძლო. მას ექიმებმა შეჯიბრების გაგრძელების უფლება აღარ მისცეს.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სულ 32 ქვეყნის 450 სპორტსმენი ასპარეზობდა. საქართველოდან კი, 8 მოკრივე იმყოფებოდა. მედლის მოპოვება მხოლოდ ლუკამ შეძლო.

ლუკა ბათუმში ვარჯიშობს, მისი პირადი მწვრთნელი გოჩა აბაშიძეა. 17 წლის სპორტსმენი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორია, ამასთან საქართველოს ნაკრების პირველი ნომერია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი