„კოკა-კოლას“ თანამშრომელმა სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და მიიმალა - შსს

18 სექტემბერი 2019, 11:52 1713 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ''კოკა-კოლას'' სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თანხა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს კომპანიის ადმინისტრაციის ოფისიდან წაიღო. 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, მოპარული თანხა სრულად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი