სალომე ზურაბიშვილმა 12 წლის განმავლობაში მიმალვაში მყოფი მსჯავრდებული შეიწყალა

17 სექტემბერი 2019, 18:08 1771 ნახვა

სალომე ზურაბიშვილმა 12 წლის განმავლობაში მიმალვაში მყოფი მსჯავრდებული შეიწყალა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ქვეყნის პრეზიდენტმა განზრახ მკვლელობის მუხლით მსჯავრდებული პირი ვადაზე ადრე გაათავისუფლა.

18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელმა საპყრობილეში მხოლოდ წელიწად ნახევარი გაატარა. ის ორჯერ დააკავეს და ორჯერ გაათავისუფლეს. შეწყალების გამო ქვეყნის პრეზიდენტი დღეს ისევ კრიტიკის ობიექტია.

ოპოზიცია მომხდარზე პრეზიდენტთან ერთად „ქართული ოცნების“ დანაშაულს ხედავს. ორი სკანდალური შეწყალების შემთხვევამ უმრავლესობის წევრები  შეწყალების წესის გადახედვაზე დააფიქრა. 

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი