ტოჩინოშინის ზედიზედ მესამე გამარჯვება აკი ბაშოზე

17 სექტემბერი 2019, 13:41 3191 ნახვა

აკი ბაშოს მე-10 დღეს ლევანი ჩიოტარიუს შეხვდა და მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა. ქართველი სუმოტორის ბალანსი ახლა 5-ით 5 ზე გახდა. ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მას დარჩენილი 5 ბრძოლიდან 3-ის მოგება სჭირდება. გორგაძის მომდევნო მეტოქე სეკივაკე ტაკაკეიშო იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 2:6-ზე აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველს გაგამარუს, დღეს მან მე-7 მარცხი იწვნია, ის ამჯერად ასაგიოკუსეისთან ბრძოლაში დამარცხდა. მისი ბალანსი 3-7 გახდა. სეკიტორის წოდების შესანარჩუნებლად დარჩენილი 5 ბრძოლიდან ჯუღელმა ყველა უნდა მოიგოს. მისი მომდევნო მეტოქე იროდორი იქნება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი