ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან 9 მედლით დაბრუნდა.
სპორტსმენებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებებში 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
გუნდურ შეჯიბრში კი საქართველოს გოგონათა და ვაჟთა გაერთიანებული ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. სპორტსმენები საქართველოში დღეს გამთენიისას დაბრუნდნენ.