“ბათუმობის” სამზადისი

02 სექტემბერი 2016, 00:00 5069 ნახვა

ბათუმობისთვის სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ წუთებში მემედ აბაშიძის ქუჩაზე ფერადი ქოლგების მონტაჟი მიმდინარეობს. მოგვიანებით, აქ ჯიხურების დადგმა და საგამოფენო კუთხეების მოწყობა დაიწყება. დაგეგმილია სცენების განთავსებაც. ღონისძიებების მთავარი ეპიცენტრი მემედ აბაშიძის ქუჩა იქნება, რის გამოც ის მელიქიშვილის ქუჩიდან გამსახურდიას ქუჩამდე გადაიკეტება. შეზღუდვა ქალაქის ამ ნაწილში ავტომობილების გადაადგილებაზე 5 სექტემბრამდე იმოქმედებს. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში