ამ წუთებში ანგისის საფეხბურთო ბაზაზე დინამო „ბათუმი“თბილისის „ლოკომოტივს“ ხვდება. ამ დროისთვის ანგარიში ბათუმის დინამოს სასარგებლოდ 1-0 ია. პირველი ტაიმის მიწურულს რამდნიმე წუთის წინ, გოლი ვლადიმერ მამუაჩასვილმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 27-ე ტურში შავიზღვისპირელებს 52 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან, ლოკომოტივი კი 37 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. გუნდებს შორის ბოლო დაპირისპირება ივნისში გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა.