სისასტიკე და არაჰუმანური მოპყრობა – ნატოს მაღალჩინოსანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

13 სექტემბერი 2019, 21:07 1291 ნახვა

ოკუპირებულ ახალგორში ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს შეხვდა.

ამასთან, დღესვე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.  ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვაზე ისაუბრეს  სახელმწიფო მინისტრმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმაც.

დასავლეთის ღია მხარდაჭერის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფოებრიობას“ ახსენებს ოფიციალური მოსკოვი - ამას კი ოფიციალურ თბილისში ცინიზმს უწოდებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი