ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი სოფელ ხურვალეთში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ჩავა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მუნი სალომე ზურაბიშვილს, არჩილ თალაკვაძეს და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო ფრაქციების და უმრავლესობის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.