ბათუმი კიბერ ფესტივალს მასპინძლობს

11 სექტემბერი 2019, 14:49 1958 ნახვა

ბათუმი პირველად „black sea cup “კიბერ ფესტივალს მასპინძლობს. შეჯიბრება”კომპიუტერული თამაშების 12 სახეობაში იმართება. მასში აჭარის მასშტაბით 500-მდე მონაწილეა ჩართული. ასაკობრივი ზღვარი 14-დან 29 წლამდეა.

ფესტივალი  ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში იმართება. ტურნირი უკვე  ჩატარდა დოტასა და ფიფაში, დღეს კი პეს 2020-ში გაიმართება, რომელიც საზაფხულო თეატრში 19 საათზე დაიწყება. 

კიბერ ფესტივალი  აჭარის რეგიონული ცენტრის და საქართველოს კომპიუტერული თამაშების ფედერაციის მიერაა  ორგანიზებული. გამარჯვებულები  ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიიღებენ  მონაწილეობას.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში