დღევანდელ მნიშვნელოვან სხდომას ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მოსკოვთან რბილი საუბრების ღია მომხრე ირმა ინაშვილმა რასმუსენის განცხადებიდან რამდენიმე საათში პირველი ხმაური გამოიწვია. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა კონფერენციაზე, რომლის მონაწილეც თავად არ ყოფილა, სიტყვით გამოსვლა ისურვა. ამას დაპირისპირება მოჰყვა. ერთ მხარეს იყო ინაშილი და მეორე მხარეს კი ამერიკელი დიპლომატი.