ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, ავტომობილი ხიდიდან ე.წ. ჟილინის არხში გადავარდა. მძღოლი მოქალაქეების დახმარებით წყლიდან ამოიყვანეს. მამაკაცი არ დაშავებულა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა, თუმცა მედიკოსებს მძღოლი კლინიკაში არ გადაუყვანიათ.
სამართალდამცველებმა გადარჩენილი მძღოლი 250 ლარით დააჯარიმეს. სამართალდარღვევისთვის, სწორედ ამ ოდენობის თანხის გადახდას ითვალისწინებს კანონმდებლობა.