ქურდობის შემთხვევები გაზრდილია, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები კი შემცირებული - ეს ოფიციალური მონაცემებია და წლის პირველ 7 თვეს ეხება. ჯერ არ ვიცით გამოსწორდა თუ არა ვითარება აგვისტოში, თუმცა ფაქტია რომ ქურდობის ან სხვისი ქონების დაზიანების არაერთი შემთხვევის შესახებ თითქმის ყოველდღიურად გვესმის. ადამიანებმა ერთმანეთის გაფრთხილება დაიწყეს: არ დატოვოთ მანქანა ღია მდგომარეობაში და არ დატოვოთ ავტომობილში ძვირფასი ნივთები.