საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები ზაგრებში გამართული მსოფლიოს სერიის დასკვნითი ფინალური ტურნირის გამარჯვებულია. ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ხორვატიაში 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური ჩათვლა 90 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.
ტურნირის ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ) და დავით მარსაგიშვილი (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი მამუკა კორძაია (+90 კგ) დაეუფლა.
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიისა და ბრაზილიის ეტაპზე 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა . ჯამში მსოფლიოს ქვიშის სერიის 3 ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 10 ოქროს , 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.