დეტალები არ ვიცი, გაცნობებთ რა მიმართულებით წავა გამოძიება - ვახტანგ გომელაური

08 სექტემბერი 2019, 19:31 2140 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის შენობის წინ ემზარ კვიციანსა და აქციის მონაწილეს შორის ინციდენტზე გააკეთა კომენტარი. მინისტრმა თქვა, რომ მას არ უნახავს ვიდეო და დეტალები არ იცის ვინ ვის დაარტყა, რა მიაძახა, ან დააგვიანა თუ არა პოლიციამ რეაგირება, თუმცა იცის რომ გამოძიება დაიწყო. 

"დეტალები არ ვიცი, დააგვიანა პოლიციამ თუ არა, მაგრამ ვიცი რომ ეს ადამიანი გაიყვანეს და ვიცი, რომ საქმე აღიძვრა. ვნახავთ და პროკურატურასთან ერთად გავივლით. კიდევ ერთხელ, საქმე აღძრულია, საით წავა გამოძიება აუცილებლად გაგცემთ ამაზე პასუხს" - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს. 

დღეს, მთავრობის დამტკიცების პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატისა და აქციის მონაწილესთან მომხდარი ინციდენტი მოხდა. 

"რუსეთის მონა" - ასე ეძახოდნენ "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატს აქციის მონაწილეები, მათ დეპუტატი ფიზიკურად დაუპირისპირდა და აგინა. 

კადრებში ჩანს, რომ დეპუტატი ემზარ კვიციანი ხელს ურტყამს მოქალაქეს, თუმცა პოლიციელები მას არ აკავებენ. 

მოგვიანებით შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ საქმის გამოძიება დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი