ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ ერთ-ერთი ლიდერი ალხას კვიწინია დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში, რომელიც 2 კვირის წინ გაიმართა, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნებში მონაწილეთა ხმების 24,84 პროცენტი მიიღო, ალხას კვიწინიამ - 22,91%.
25 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირის სახელმწიფოებმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებენ.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში სულ 152 „საარჩევნო უბანია“, კიდევ ორი უბანი მოქმედებს რუსეთში – მოსკოვსა და ჩერკესკსში.