ქიმია, ფიზიკა, ფიზკულტურა - მასწავლებლების დეფიციტი საჯარო სკოლებში

06 სექტემბერი 2019, 22:00 3716 ნახვა

ქიმია, ფიზიკა, ფიზკულტურა და ინგლისური - ამ საგნებში მასწავლებლების დეფიციტია სკოლებში. განსაკუთრებით პრობლემურია მაღალმთიანი აჭარა, სადაც მაგალითად შუახევში 77 ვაკანტური ადგილიდან 67 ისევ ვაკანტურია.

განმეორებითი კონკურსის ჩატარება უხდებათ სხვა რესურსცენტრებსაც. განსხვავებულია ვითარება ბათუმში.  მაშინ როდესაც ხულოში ინგლისურის პედაგოგებს ეძებენ, ბათუმში ზოგიერთ სკოლაში უცხო ენის თითო ვაკანსიაზე ათობით განაცხადი შედის.

საქართველოს სკოლებში ასობით ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც სკოლებიდან პენსიონერების გადინება დაიწყო. ხანდაზმული პედაგოგების დიდი ნაწილი სამინისტროს შეთავაზებას დათანხმდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი