ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე არტ-ბანაკის მონაწილეებს გონიოს ციხეში შეხვდა და ახალგაზრდებს მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროექტებზე ესაუბრა. არტ-ბანაკი 1-10 სექტემბრის ჩათვლით იმართება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 200-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს.
შორის სოციალურად დაუცველი და მცირე სკოლების მოსწავლეები. არტ-ბანაკის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.