''ოცნების ქალაქში'' 5 ოჯახი უკანონო მიშენებისთვის 3 000 ლარით დააჯარიმეს

06 სექტემბერი 2019, 14:59 1708 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქში რამდენიმე ოჯახი ბათუმის მერიამ უკანონო მიშენებების გამო დააჯარიმა, ამის შესახებ მოქალაქეებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს აქციაზე განუცხადეს. 

ისინი ყვებიან, რომ სახლს მცირე ფართი, მაგალითად პატარა აბაზანა ან საპირფარეშო მიაშენეს, რის გამოც  სოლიდური თანხით 3 000 ლარით დააჯარიმეს. მისი გადახდის საშუალება კი არ აქვთ. 

''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლებმა დღეს სამი მოთხოვნა გაახმოვანეს და მთავრობის წევრებს მათი მოთხოვნების შესასრულებლად 10 დღიანი ვადა მისცეს. თქვენს, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციის ლოკაციას შეცვლიან და მთავრობის სახლთან გადაინაცვლებენ. 

''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლები ასევე ამბობენ, რომ ელექტროენერგიის საფასურს ფიზიკური პირისთვის დაწესებულის ნაცვლად კომერციული აბონენტებისთვის განსაზღვრული ტარიფით იხდიან. 

''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ოჯახებს სოციალურ შემწეობასაც უხსნიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას დაუკავშირდა. კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი