ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. მტაცებელი ფრინველის მიგრაციას უცხოელი და ქართველი ორნითოლოგები, და ეკოტურისტები რამდენიმე პლატფორმიდან აკვირდებიან.
რეგიონში იმყოფება მსოფლიოში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის Birdfair დამაარსებელი ტიმ ეპლტონი, რომელმაც ფესტივალის მონაწილეებს ფრინველთა კონსერვაციისა და ეკოტურიზმის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინა.
ფესტივალი 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.