ბოლო ერთი წლის განმავლობაში მატარებლის ვაგონები რამდენჯერმე მოხატეს. უცნობმა პირებმა სამგზავრო ვაგონები, ფერადი საღებავებით გაალამაზეს.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ყველა ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ჯერ არავინ დაუკავებიათ. უწყებაში ამბობენ, რომ არც დანაშაულში მონაწილე პირები არიან იდენტიფიცირებულები.
ბოლო შემთხვევა დღეს მოხდა. ფოთი-თბილისის მატარებელი street Art-ის მოყვარულებმა მოხატეს.
კიდევ ორი შემთხვევა კი გასული წლის მაისსა და ოქტომბერში მოხდა.