 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            რამდენიმე წუთის წინ ანგისის დასახლებაში, ბავშვთა საავადმყოფოსთან ავარია მოხდა. ტრაილერი მოპედს შეეჯახა. დაშავებულია მოპედის მძღოლი, 14 წლის ბიჭი. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            