პუშკინის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
თვითლმხილველების ინფორმაციით ქუჩაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა კაცების ყვირილი. მალევე ტერიტორიაზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ. ადგილობრივთა ინფორმაციით ადგილზე პოლიციის 5 ეკიპაჟი და სპეცრაზმი იმყოფებოდა. მათივე თქმით, ინცინდენტის გამო პუშკინის ქუჩა რამდნეიმე წუთით გადაიკეთა კიდეც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებას. უწყების ინფრომაციით, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელებზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით კი 4 პირი დააკავეს.
ინფორმაცია პირველად ტვ 25-მა გაავრცელა.