ქართული ბლოკ-პოსტი სოფელ ჩორჩანაში რჩება. ეს გადაწყვეტილება, ქართული მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრის მონაწილეეები ამბობენ, რომ დიალოგი, კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა.
ამის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციები რადიკალურად განსხვავებული რჩება.