პარკში სამართალდამცველებმა განათების ბოძები ექსპერტიზისთვის დალუქეს

29 აგვისტო 2019, 13:16 9958 ნახვა

დღეს, 29 აგვისტოს, ბათუმის ცენტრალურ პარკში დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. პოლიციელებმა გარეგანათების დეკორატიული ბოძები ადგილიდან წაიღეს.  მანამდე კი სამართალდამცველებმა ნივთები დალუქეს, დაასურათეს და ექსპერტიზაზე გადაიტანეს. 

პოლიციელებმა სულ ორი ბოძი წაიღეს. 

ადგილზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მერიის სამსახურის წარმომადგენლები არ დახვდნენ. 

 ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ გარეგანათების დეკორატიული სადგამები  ბავშვებმა დააზიანეს. მისი მოვლა-პატრონობა და აღდგენა  ბათუმის დელფინარიუმს ევალება, რადგან მის საკუთრებაშია და არა მერიის.   

ბათუმის დელფინარიუმში აცხადებენ, რომ ბოძებს თავად აღადგენენ. პოლიციას კი დელფინარიუმმა მათი ვიდეოთვალის მიერ გაკეთებული ჩანაწერები უკვე გადასცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს. 

შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოხდა. 

ცენტრალური პარკში აღნიშნულ ტერიტორიაზე განათების სხვა ბოძები დაზიანებული არ არის.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი