ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ე.წ. ძალოვან უწყებებს დაავალა, დე ფაქტო რესპუბლიკის „საზღვრები“ გააძლიერონ. ვერავინ დაარღვევს ჩვენ საზღვარს“, - განაცხადა ბიბილოვმა.„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, „ბიბილოვი საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა, სადაც ქართველმა სამართალდამცველებმა ბლოკ-პოსტი განათავსეს“.
ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ დასახლებული პუნქტების - წნელისის და გვირგვინას რაიონებში „მესაზღვრეებმა“ ჯავშანმანქანებით რეიდი განახორციელეს, რომელთაც კოორდინაციას ბიბილოვი და „უშიშროების კომიტეტის“ მეთაური უწევდნენ.