,,ბორჯღალოსნებმა’’,,საუზერნ კინგსი’’ დაამარცხეს

28 აგვისტო 2019, 10:35 1115 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდის პირველი ამხანაგური მატჩი პრო14 -ის კლუბთან მოიგეს. ,,ბორჯრალოსნებმა’’  მიხეილ მესხის სტადიონზე სამხრეთ აფრიკული ,,საუზერნ კინგსი’’ 24-20 დაამარცხეს.

აფრიკელებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველი ნახევარი 5-17 მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა შეტევებს მეორე ტაიმში მოუმატა. შეხვედრაში გარდამტეხი მატჩის ბოლო წუთები გამოდგა, „ბორჯღალოსნებმა“ 12 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს.

31 აგვისტოს ქართველი მორაგბეები თბილისში შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა  საქართველოში პირველი დონის ნაკრები ითამაშებს. 6 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიაში მესამე ამხანაგურ მატჩს გამართავს და ამით მოსამზადებელი პერიოდის შეხვედრებს დაასრულებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი