ამაზონის ჯუნგლებში მასშტაბურ ხანძარს დღევანდელ ქადაგებაში რომის პაპი გამოეხმაურა და ყველას მოუწოდა, ხანძრების შეწყვეტისთვის ილოცონ. ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ხანძარმა ამაზონის ტყის 1.8 მილიონი ჰექტარი გაანადგურა.