აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ბორდერიზაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

22 აგვისტო 2019, 18:09 2195 ნახვა

7 აგვისტოს მერე გუგუტიანთკარის მოსახლეობა საკუთარი თვალით უყურებს, როგორ ხვდება მათი სახლები და მიწები მავთულხლართებს მიღმა,  როგორ ანადგურებდნენ ოკუპანტები მათ ბაღებში ხეხილს და როგორი ინიშნავენ რუსი ოკუპანტები ახალ ტერიტორიებს მისათვისებლად.

კონფლიქტის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა სიტუაციიდან გამოსავალს დასავლელი პარტნიორების გააქტიურებაში ხედავს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია.

უმცირესობა და უმრავლესობა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ერთხმად თანხმდება, თუმცა ოპოზიცია მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი