აბილიტაციის ცენტრი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის

30 აგვისტო 2016, 00:00 2503 ნახვა

ქობულეთში “აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების აბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის” პრეზენტაცია მოეწყო. პროექტის ფარგლებში ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით სოფელ მუხაესტატეში აბილიტაციის ცენტრი ამოქმედდა, სადაც ამ ეტაპზე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 6 ბავშვი უფასოდ გადის ქცევის მართვის ინდივიდუალურ თერაპიას. ყველა მათგანისთვის სპეციალური პროგრამა დაიწერა.

ამავე კატეგორიაში